განცხადების გამოქვეყნების წესი

საბჭოს მიერ განცხადებების

გამოქვეყნების წესი

წინამდებარე წესი განსაზღვრავს იმ წინაპირობებს და გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაში, შესაბამისი მომართვის გარეშე,  საბჭო აკეთებს განცხადებას ამა თუ იმ ჟურნალისტურ პროდუქტთან ან ფაქტთან დაკავშირებით.

მუხლი 1.

მიზანი

ქარტიის მიზნების:  პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება, საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ, ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს მისი უფლებების დაცვა,  ხელშეწყობა.

მუხლი 2.

განცხადებების გამოქვეყნების საფუძველი

განცხადება შეიძლება გამოქვეყნდეს იმ შემთხვევაში თუ:

  1. მოსალოდნელია ეთიკური პრინციპების დარღვევა, რამაც შესაძლოა შელახოს ადამიანთა უფლებები და განცხადების გამოქვეყნებით მოხდება პრევენცია.
  2. მედიის მიერ ეთიკური სტანდარტების დარღვევას აქვს განგრძობით ხასიათი.
  3. ეთიკური სტანდარტების დარღვევა აშკარაა თუმცა ეთიკის ქარტია არ მოიცავს მის შესაბამის პრინციპს, შესაბამისად არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მის წინააღმდეგ საბჭოში განცხადება შემოვა.
  4. პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ხდება ჟურნალისტისათვის ხელის შეშლა, ჟურნალისტის უფლებების დარღვევა.
  5. ჟურნალისტური ეთიკა ირღვევა განსაკუთრებით სენსიტიური საკითხის მიმართ (ბავშვთა უფლებების დარღვევა, გაუპატიურების მსხვერპლის იდენტიფიცირება და სხვა მსგავსი).
  6. მიმართულია არა ერთი რომელიმე კონკრეტული მედია პროდუქტისკენ, არამედ მიზნად ისახავს ზოგადად მედიაგარემოს გაუმჯობესებას.

მუხლი 3

განცხადების გამოქვეყნების პროცედურა

3.1  განცხადების გამოქვეყნების ინიციატორი შესაძლებელია იყოს საბჭოს რომელიმე წევრი ან აღმასრულებელი დირექტორი.

3.2  მე-2 მუხლში მითითებულ საფუძველთან განცხადების შესაბამისობის და გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ თანხმობა უნდა გამოხატოს საბჭოს მინიმუმ 5 წევრმა

3.2.  განცხადების სამუშაო ვერსიას ამზადებს აღმასრულებელი დირექტორი, მისი არყოფნის შემთხვევაში საბჭოს რომელიმე წევრი ან საბჭოს მდივანი.

3.3.  საბჭოს ყველა წევრს შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება განცხადების ტექსტთან დაკავშირებით.

3.4. განცხადება გამოქვეყნდება თუ მას მხარს დაუჭერს   საბჭოს მინიმუმ 5 წევრი.

3.5  საბჭოს წევრის/აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნება შეიძლება გამოვლენილი იქნას   ონლაინ,  ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

3.6  განცხადება ქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე და  სოციალური ქსელში ქარტიის ოფიციალურ გვერდზე.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი

Share Button