სტრატეგიული განვითარების გეგმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სტრატეგიული განვითარების გეგმა
2015-2018
www.qartia.org.ge
ხედვა
  • თვითრეგულირება აძლიერებს მედიას
მისია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.
მთავარი ღირებულებები
  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება – ქარტია აღიარებს, რომ ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლებამოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული. 
  • მედიის თავისუფლება – ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ მედიას შეუძლია თვითრეგულირება.
  • საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა – ქარტია ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის თითოეული წევრის და მთლიანად საზოგადოების წინაშე.
  • საქმიანობის გამჭვირვალობა – ქარტია თავის საქმიანობას აწარმოებს ღიად და გამჭვირვალედ.
ისტორია

2009 წლის 4 დეკემბერს 137-მა ჟურნალისტმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ დაიცავს პროფესიული ქცევის საერთო სტანდარტებს  და ამავე ხელმოწერით ყველა მათგანი გახდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი და დამფუძნებელი.   ქარტიის, როგორც ორგანიზაციის მუშაობას განსაზღვრავს მისი წესდება, ქარტიის 11 დებულება კი, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით,  განსაზღვრავს ორგანიზაციის ყველა წევრის მთავარ პროფესიულ პრინციპებს.  დღეს ქარტიას 270-მდე წევრი ჰყავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საკუთარი მისიის ფარგლებში იღებს იხილავს ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში შესული განცხადებების საფუძველზე; ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად; თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, პროფესიულ გაერთიანებებთან;  ხელს უწყობს  ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციას და მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას; ატარებს მედიის მონიტორინგს, კვლევებს და გამოსცემს პროფესიულ პუბლიკაციებს; ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას.

სტრატეგიული განვითარების გეგმა 2015-2018 წლებისთვის

სტრატეგიული გეგმის მიზანია ქარტიის როლის გაზრდა მედიის დამოუკიდებლოებისა და პროფესიონალიზმის ხელშესაწყობად.

 

  • მიზნის, არსებული გამოწვევების, გარემო ფაქტორებისა და შესაძლებლობების ანალიზიდან, ასევე ორგანიზაციის წესდებიდან, ხედვსა და მისიიდან გამომდინარე, ქარტიამ მომავალი 3 წლისთვის განსაზღვრა შემდეგი სტრატეგიული მიმართულებები:

 

  1. ქარტიის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება
  2. ჟურნალისტთა პროფესიული განათლება, უფლებები და მედიაგარემო
  3. ქარტიის ორგანიზაციული მართვის დახვეწა
  4. ქარტიის ფინანსური შესაძლებლობების განვითარება

1. ქარტიის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება

  • თვითრეგულირება: ქარტიის, როგორც თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა; ქარტიის საბჭოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.

1.2. ცნობადობა: ინტენსიური მუშაობა ქარტიის 11 პრინციპისა და ქარტიის საქმიანობისადმი ცნობადობის ასამაღლებლად გამჭვირვალობისა და საჯაროობის მაღალი ხარისხით. მუშაობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემურ მექანიზმებზე.

  • ანგარიშვალდებულება: მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე ზრუნვა მედიამონიტორინგების, მედიაკვლევებისა თუ საჯარო რეაგირების გზით.

2. ჟურნალისტთა პროფესიული განათლება, უფლებები და მედიაგარემო

2.1.  პროფესიული განათლება და მედიაწიგნიერება: ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული ზრდის  ხელშეწყობა. 

2.2. ჟურნალისტთა უფლებები და მედიაგარემო: დროული და ადეკვატური რეაგირება ჟურნალისტთა უფლებების დარღვევაზე სხვადასხვა გზით; მათი უფლებების ადვოკატირება; თავისუფალი და სამართლიანი მედიაგარემოს ადვოკატირება.

3. ქარტიის ორგანიზაციული მართვის დახვეწა

3.2. სტრატეგიული ანალიზი და ოპერაციული მართვა: გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება ორგანიზაციის შიგნით, ადმინისტრაციული მართვის მექანიზმების გაძლიერება და დახვეწა.3.1. სტრუქტურული განვითარება: ქარტიამ მომავალი სამი წლის განმავლობაში, სულ მცირე უნდა შეინარჩუნოს არსებული სტრუქტურა/ჩამოაყალიბოს ადამიანური რესურსის მართვის სისტემა;

 4. ქარტიის ფინანსური შესაძლებლობების განვითარება

4.1. დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნება: ქარტიამ უნდა შეძლოს დაფინანსების წყაროთა რაოდენობისა და მრავალფეროვნების გაზრდა. დაიწყოს აქტიური მუშაობა დამატებითი და დამოუკიდებელი შემოსავლების სისტემების შესაქმნელად. 

Share Button