გაწევრიანდი

როგორ გავხდეთ ქარტიის წევრი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წევრებზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და შესაბამისად მისი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და იზიარებს ქარტიის მიზნებს.

ქარტიის წევრი ვალდებულია:

  • დაიცვას ქარტიის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
  • გაუფრთხილდეს ქარტიის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
  • შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ქარტიის
  • საქმიანობაში;
  • პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;

ქარტიაში გაწევრიანების მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს განაცხადის ფორმა, შეავსოს ის, დაადასტუროს ხელმოწერით და გამოგზავნოს ელექტრონულად მისამართზე ethicscharter@gmail.com ან ჩააბაროს ქარტიის ოფისში (თბილისი, შიო მღვიმელის 6ა).

Share Button