მოგვმართე

როგორ შევიტანოთ განცხადება ქარტიაში

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

იმ შემთხვევაში თუ განცხადება ეხება ქარტიის წევრს, მისი შემოტანა შეგიძლიათ სადავო მასალის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში. თუ განცხადება ეხება ჟურნალისტს, რომელიც არ არის ქარტიის ხელმომწერი, ამ შემთხვევაში, განცხადების შემოტანის ვადა არის სადავო მასალის გამოქვეყნებიდან ერთი თვე.

განცხადების შემოტანის მსურველმა უნდა ჩამოტვირთოს ქარტიის მიერ დადგენილი ფორმა, შეავსოს ის და ჩააბაროს ქარტიის სამდივნოს ან მიაწოდოს ელექტრონული სახით მისამართზე ethicscharter@gmail.com

აქვე შეგიძლიათ, გაეცნოთ იმ წესებს, რომლის მიხედვითაც საბჭო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ქარტიაში შესულ განცხადებებზე.

Share Button