არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ

  მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას. სამუშაო შეხვედრა, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი, მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, დაინტერესებული საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე წარიმართა.  შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა მაუწყებლის მენეჯმენტის დიდი ნაწილი,…

Read More

ქარტიის საბჭოს განცხადება „წითელი ზონისა“ და „ინტერview-ს“ დახურვის შესახებ

საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ . ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ორივე გადაცემის შენარჩუნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „წითელი ზონა“ და „ინტერview-ს“ მაყურებელს მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპორდუქტს სთავაზობდა. ქარტიას…

Read More

ქარტიის საბჭოს განცხადება აფგან მუხთარლის საქმეზე

ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ითხოვს უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე. ახლობლების თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო იყო. როგორც მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაიევა და მეგობარი დაშგინ აღალარლი ამბობენ, ბოლო…

Read More

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომ მოსამართლეებთან და მათ საქმიანობასთან მიმართებაში გამოხატვის და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადებით მომართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სადაც „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ ქარტიის რეაგირებას ითხოვს. მისასალმებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის…

Read More

კოალიციის განცხადება GDS -ის კადრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკომპლექტებაზე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე საკადრო ცვლილებები ადასტურებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას GDS საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვისა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS -ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 თანამშრომლის დამატება, რომელთაგან უმეტესობა ყოფილი GDS -ელია, აჩვენებს, რომ შესაბამისი გეგმა ახალი გენერალური დირექტორის მიერ, რომელიც ასევე GDS -ის ყოფილი თანამშრომელია, მართლაც ხორციელდება. საყურადღებოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის…

Read More

«