ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებით

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ახალგორელი აქტივისტის, ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ ის 16 აგვისტოს რამდენიმე საათით დააკავა, მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში დასდო ბრალი და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თამარ მეარაყიშვილი, რომელიც საჯაროდ ხშირად საუბრობს ხოლმე ახალგორში არსებულ პრობლემებზე და ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, საგამოძიებო ორგანოებში…

Read More

საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეორე განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები  ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საეჭვო გაუჩინარების ფაქტს. როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, იგი გაიტაცეს და იძულების ძალით გადაიყვანეს აზერბაიჯანში. მისი იურისტის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ქართულენოვანმა პირებმა დააკავეს…

Read More

ქარტიის საბჭო ჟურნალისტებისთვის შესაძლო ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ, რომლის თქმითაც მასზე და რადიოს სხვა ჟურნალისტებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა პირის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, ემუქარებიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალური ქსელების და სატელეფონო ზარების მეშვეობითაც. ჟურნალისტებმა პოლიციას უკვე მიმართეს. როგორც კამილა მამედოვა ამბობს, ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიო „მარნეულმა“ გამოაქვეყნა მასალა ეთნიკური უმცირესობებით…

Read More

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ

  მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას. სამუშაო შეხვედრა, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი, მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, დაინტერესებული საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე წარიმართა.  შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა მაუწყებლის მენეჯმენტის დიდი ნაწილი,…

Read More

ქარტიის საბჭოს განცხადება „წითელი ზონისა“ და „ინტერview-ს“ დახურვის შესახებ

საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ . ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ორივე გადაცემის შენარჩუნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „წითელი ზონა“ და „ინტერview-ს“ მაყურებელს მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპორდუქტს სთავაზობდა. ქარტიას…

Read More

«