ტრენინგი ჟურნალისტებისთვის – ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქება

                                                                                                     

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 2223 ივლისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების სპეციფიკას. მიიღებენ როგორც ზოგად ინფორმაციას ამ სფეროს შესახებ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ შემთხვევებზე და  განიხილავენ იმ ეთიკურ დილემებს, რაც ამ თემის გაშუქებას თან ახლავს.

ტრენინგს გაუძღვებიან ჯანა ჯავახიშვილი და თინა ცომაია.

ჯანა ჯავახიშვილი – საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების პრეზიდენტი, ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების უფროსი მენეჯერი. 1995 წლიდან მუშაობს შეიარაღებული კონფლიქტების, ტერორიზმისა და პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ტრავმირებული მოსახლეობის პრობლემებზე. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

თინა ცომაია – ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის კავკასური სკოლის (GIPA) პროფესორი. ასწავლის სიღრმისეულ რეპორტინგს, ჯანმრთელობის და მრავალფეროვნების გაშუქებას. არის ტრავმული სტრესის შემსწავლელი ევროპის საზოგადოების (ESTSS) წევრი. თინა ცომაიას კვლევის ინტერესია გენდერი, ტრავმა, ჯანმრთელობის კომუნიკაცია.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV  16 ივლისამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainingcharter@gmail.com სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: „ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქება“

 საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ტელ: 593737503, ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com  მის: შიო მღვიმელის ქ.6ბ

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით

Share Button