ხუთმა მედიასაშუალებამ ქარტიის პირველი, მე-3 და მე-10 პრინციპები დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ხუთმა მედიასაშუალებამ, რომელთა შორისაა   ახალი თაობა,  exclusivenews,  ww.ge,  kvira.ge,  artnews.ge  დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეათე ( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

ქარტიას მომართა მარინე (მაია) მინდორაშვილმა, რომელიც თავდაპირველად 9 მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხდიდა სადავოდ. საქმე ეხებოდა გახმაურებულ მკვლელობას, სადაც ბრალდებულია შვილი. განმცხადებლის მტკიცებით, მედიასაშუალებების ნაწილმა მოკლულის სახელი არასწორად დაწერეს. გარდაცვლილია ლამარა მინდორაშვილი და არა მაია მინდორაშვილი, როგორც ეს სადავო მასალებშია მითითებული. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მასალაში არასწორად მითითებული სახელი, აკადემიური ხარისხი  და სამუშაო სრულად ემთხვევა მის პიროვნებას, რის გამოც არსასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის და მისი შვილი. მარინე მინდორაშვილმა ყველა მედიასაშუალებას მიწერა ამ შეცდომის შესახებ, თუმცა, მხოლოდ სამმა მათგანმა (resonancedaily, Intermedia, ww.ge) ჩაასწორა, blogspot.com-მა კი წაშალა ინფორმაცია, შესაბამისად, მათთან შედგა მედიაცია.

დანარჩენმა ხუთმა მედიასაშუალებამ  (ახალი თაობაexclusivenewsww.ge,  kvira.ge,  artnews.ge) განმცხადებლის მხრიდან მითითების მიუხედავად არასწორი ინფორმაცია არ ჩაასწორა, შესაბამისად საბჭომ იმჯელა და ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

Share Button