ნინი ობგაიძემ ქარტიის მერვე და მეათე პრინციპი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ნინი ობგაიძემ ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი დაარღვია. როგორც განცხადებელი „ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” თავის განცხადებაში უთითებდა, Facebook გადაცემა „ბავშვების დრო“ Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა და ეძღვნებოდა „ბავშვთა ონანიზმის“ თემას. განცხადების თანახმად, გადაცემის მსვლელობისას გაუშვეს ვიდეო „კადრში ჩანს ბავშვის გარკვეული ქცევა, რომელიც წამყვანის გადმოცემით არის ონანიზმი“.

PHR მიიჩნევდა, რომ „ჟურნალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის პირადი ცხოვრების დარღვევის ფაქტს, არ არსებობდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გამოყენებას. ამ კადრების გაშვება, გადაცემაში, განხილული საკითხის ანალიზისა და წარმოჩენისათვის საჭიროებას არ წარმოადგენდა.“

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტმა კი ტელეფონით უპასუხა საბჭოს წევრების კითხვებს.

საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაცო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

Share Button