19 აპრილს ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 19 აპრილს სამ საქმეს განიხილავს:

19:00 საათი –  iplus-ი fact2..ge – ს წინააღმდეგ

iplus-ის განცხადება ეხება  Fact2.ge-ს მასალას „IPHONE+“-ის მორიგი დაზარალებული?! ნანიკო ხაზარაძე: არც დამიშვია, რომ შეიძლებოდა, მეორადი ტელეფონი მოეყიდა, მაგრამ…  iPlus-ის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და 5 (შესწორება).

20:00 საათი –  iplus – GHN-ის წინააღმდეგ

განმცხადებელი, iplus-ი მიიჩნევს, რომ GHN-მა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), 5(შესწორება) და 9(სარეკლამო მასალის გამიჯვნა) პრინციპები მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით –„აშშ-დან დასკვნა ჩამომივიდა, „iPhone+“-ში ნაყიდი „iPhone5“ ფასლიფიცირებულიაო და ისე ავღელდი, ინფარქტით საავადმყოფოში აღმოვჩნდი!

21:00 საათი – “თანასწორობის მოძრაობა” ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერი ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვნმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა. “არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული სიძულვილი ენის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით.” შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი (დისკრიმინაცია)

Share Button