ქარტიის საბჭოს განცხადება „წითელი ზონისა“ და „ინტერview-ს“ დახურვის შესახებ

საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ .

ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ორივე გადაცემის შენარჩუნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „წითელი ზონა“ და „ინტერview-ს“ მაყურებელს მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპორდუქტს სთავაზობდა.

ქარტიას საშუალება ჰქონდა, მედიამონიტორნგის ფარგლებში თვალი ედევნებინა გადაცემა “ინტერview-სთვის” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რის საფუძველზეც იგი შეაფასა, ყველაზე მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე პოლიტიკურ ტოქშოუდ ქართულ მედიასივრცეში.

მოვუწოდებთ მაუწყებლის მენეჯმენტს, გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გააგრძელოს აღნიშნული გადაცემების მიწოდება მაყურებლისთვის, მით უმეტეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.

Share Button