მონიტორინგის შედეგები – ახალი ამბები 17 მაისს
21.05.2013 Leave a comment
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ტელეკომპანიების – საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი2” “იმედი” ,,მაესტრო/მაესტრო 24“, ,,მეცხრე არხი“, ,,კავკასია“, ,,აჭარა“ – 17 მაისის საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგები
17 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები სატელევიზიო არხებმა ადეკვატურად გააშუქეს. მაყურებელს ტელეკომპანიათა ეთერში მეტნაკლებად შეეძლო ენახა აქციისა და მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები, მოესმინა კომენტარები და შეფასებები. ახალი მასალისა და ინფორმაციის ეთერში გადაცემა ხდებოდა ოპერატიულად. ტელეკომპანიების მხრიდან აშკარად შეინიშნებოდა მცდელობა მაქსიმალურად შეეკვეცათ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები, რათა ისინი არ მოხვედრილიყო ეთერში, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ერთ-ერთმა წამყვანმა ეთერში ბოდიშიც მოუხადა მაყურებელს, თუ მათი მცდელობის მიუხედავად ამგვარი ტექსტი ეთერში მაინც მოხვდებოდა. მცდელობის მიუხედავად, ჰომოფობიის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციის მონაწილეთა მისამართით მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან ყველა ტელეკომპანიის ეთერში მაინც ისმოდა სალანძღავი სიტყვები.
მთავარი პრობლემა, რომელიც 17 მაისის მოვლენების გაშუქებისას, ძირითადად დღის საინფორმაციო გამოშვებებში გამოიკვეთა, იყო ტერმინების არასწორი გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში მაყურებლის შეცდომაში შეყვანას გამოიწვევდა. მაგალითად: ტელეკომპანიების უმრავლესობა ჰომოფობია/ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოიხსენიებდა: ლგბტ პირები, ლგბტ წარმომადგენლები, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები. გამოშვებაში გასულ ტიტრებში კი აქციას ერქვა “ლგბტ აქცია”. ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა “კავკასია”. მას ექსტრემალურ საინფორმაციო ეთერი არ ჰქონია, ტელეკომპანიამ საინფორმაციო მაუწყებლობა 17.00-საათიდან დაიწყო და აქციას თავიდანვე მოიხსენიებდა, როგორც “იდენტობის” მიერ დაგეგმილ პროტესტს ან ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას.
ტელეკომპანიების უმრავლესობამ ეს უზუსტობა უკვე დღის მეორე ნახევარში გაასწორა, როდესაც პარლამენტთან დაგეგმილ აქციას სრულად მოიხსენიებდნენ როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, შეიცვალა ტიტრებიც. Read more of this post






